
მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგოს საქმეზე აფრიკელი კაცი დააკავეს.
„სამართალდამცველები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ კაგბოს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბოლოს ის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს. 27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. ის საქართველოში ყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თეატრალური დასის მსახიობი იყო“, – წერს lastampa.it .
შეგახსენებთ, რომ 27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. ორი თვის წინ კი გარდაცვლილი იპოვეს.