
„ანაკლიას თინა მახარაძე აკლია“, - ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა მსახიობმა სოციალურ ქსელში ფესტივალის გახსნის დღეს.
სტატუსთან ერთად მახარაძემ ფოტოებიც ატვირთა, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალების“ ჯგუფთან არის გადაღებული.
როგორც ჩანს ჯგუფი ანაკლიაში მიემგზავრება, რადგან სერიალის რეჟისორი გიორგი ლიფონავა თინა მახარაძის ფოტოების კომენტარებში წერს, რომ ფესტივალს სავარაუდოდ ხვალ შეუერთდება.