
ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ზუგდიდის გამგებლის მიერ 22 წლის კრუპიეს თანაშემწედ დანიშვნის ფაქტს.
თუმცა მოგვიანებით საკუთარი „ჩვენება შცვალა“ და აღნიშნა, რომ თოლორაიას ფიზიკურ ნაკლზე და რ-ს ვერ წარმოთქმაზე ყურადღების გამახვილება არ სურდა.
„დღისით დავწერე სტატუსი ზუგდიდის გამგებლის ედიშერ თოლორაიას ჯიპზე და 22 წლის მრჩეველზე. მისი სიტყვა მოვიყვანე და ვთქვი "პლადო". არავითარ შემთხვევაში არ მსურდა მის ასე ვთქვათ, ფიზიკურ ნაკლზე და რ-ს ვერ წარმოთქმაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ფაქტია ეს ასე გამოვიდა.
ამიტომ ამის გამო საჯაროდ, ღიად ვუხდი მას ბოდიშს. არასოდეს არავის ფიზიკურ ნაკლზე არ გამიმახვილებია ყურადღება, პირიქით, მეც აგერ ამხელა ცხვირის პატრონი ვარ :))) თუმცა მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ჩინოვნიკებმა და მათ შორის ბატონმა თოლორაიამ უნდა გააცნობიეროს რომ თანამდებობა პასუხისმგებლობაა და არა ფუფუნების მოწყობის საშუალება.
პრადოს ჯიპის ყიდვა სწორედ ფუფუნებაა და არავინ და მათ შორის არც მან თავის ამის უფლება არ უნდა მისცეს. აი ამის თქმა მსურდა", - წერს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატი წერდა: „პლადოს ჯიპი და 22 წლის მრჩეველი გოგო არ შეარჩინოთ ეხლა.... :)))) არადა რა კარგად დაგეგმა ყველაფერი, მოიწყო სამუშაო სივრცე და ვინ აცლის..... :))))"