
ტელეწამყვანი ზღვაზე ისვენებს და „ფეისბუქში“ სანაპიროზე გურული ბებოს შეხვედრის ამბავს ყვება.
„სანაპიროზე ვწევარ მშვიდად... მოდის უსაყვარლესი, სიფრიფანა გურული ბებო და მეკითხება - „ქადა არ გინდა? შენსავით პუტკუნა ქადები მაქვსო"...
და დააძრო დიდი, ქუნქულა, თეთრი, მსუქანი ქადა..... კომპლიმენტი მითხრა და მომსპო გურულად.
საყვარელი. მიხვდებით მარტივად, რა ხასიათზე ვარ მთელი დღეა“ - წერს გრიგოლია.