
გადაუღებელ წვიმას ქარიშხალიც დაერთო და ასწლიანი ხეები მოგლიჯა. დღეს შედარებით გამოიდარა, მაგრამ დატბორილი ქუჩებისა და წაქცეული ხეების გამო ქალაქში გადაადგილება გაძნელებულია.
„საშინელი ქარიშხალია, ეზოში უზარმაზარი ნაძვის ხე წაიქცა და რამდენიმე მანქანას დაეცა.
კიდევ ევკალიპტი აპირებს ნაძვის ხის ტრიუკის გამეორებას, დილით დავითვლით ზარალს", - ასე გამოეხმაურა სტიქიას „ფეისბუქში“ აფხაზური გაზეთის, „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი, ინალ ხაშიგი.