
დღეს დილით უკრაინის ხელისუფლებამ მაიდანზე ბარიკადების აღება დაიწყო.
თავდაპირველად მათ მაიდანზე მყოფთ შესთავაზეს, კარვები თავად აეღოთ.
თუმცა ე.წ. თავდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ და საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს, რათა შესაბამისმა სამსახურმა კარვების აღება ვერ შეძლოს.
მაიდნის ცენტრიდან ამოსული შავი კვამლი უკრაინის დედაქალაქის ბევრი რაიონიდან მოჩანს.
კიევის ცენტრში არ მოქმედებს კაფეები და რესტორნები. ჩაკეტილია მაიდანთან მისასვლელი რამდენიმე ქუჩა, სავაჭრო ობიექტებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაცია.
პროფკავშირების სახლთან უცნობმა პირებმა კვლავ ბარიკადრების აგება დაიწყეს და გამოფინეს უკრაინული დროშა წარწერით “დონბასი”.