
ამ ინფორმაციას ანი ნადარეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„შალვა თათუხაშვილის დედა მას შემდეგ, რაც შვილი უწამეს და მოუკლეს, ლოგინად ჩავარდა დარდისგან, საკვებსაც არ იღებდა, არაფერი აინტერესებდა შალვას გარდა...
დღეს დილით შალვას დედა გარდაიცვალა... დედა, რომელმაც ვერ გაუძლო მისი ვაჟკაცი და მეომარი შვილის წამებას, მკვლელობას და მკვლელების დაუსჯელობას...
ამ 4 თვის განმავლობაში შალვას ორივე ბებია გარდაიცვალა, მთელი ოჯახი გაუბედურდა, ყველა დარდს გადაყვა...", - წერს ანი ნადარეიშვილი.