
„ახალი ტალღის“ გამარჯვებული ნუცა ბუზალაძე მოგებული თანხით ბინის ყიდვას აპირებს. თუმცა ფულადი პრიზიდან კონკურსანტს საკმაოდ დიდი პროცენტი ჩამოაჭრეს.
„ბინის ყიდვა მინდა. ქირით ვცხოვრობ და საკუთარი სახლის ყიდვის მშვენიერი შესაძლებლობა მომეცა. როგორც მოგეხსენებათ, მოგებული 50 ათასი ევროდან ლატვიის ბანკს თავისი პროცენტი - 12 ათასი ევრო მიაქვს. 38 ათასი ევრო გადმომცეს. ეს თანხა კიდევ იყოფა პროდიუსერზე, კახა მამულაშვილზე. იმედია, მეყოფა ბინის საყიდლად. კომპანია „გალფმა“ 10 ათასი დოლარი გადმომცა,“ - განაცხადა მან.
http://primetimenews.ge/