
ტაილანდელი პატარამონ ჯანბუამ ნამდვილი კამპანია წამოიწყო სუროგაციის წინააღმდეგ.
საქმე იმაშია, რომ ჯანბუას, როგორც სუროგატ დედას, ავსტრალიურმა წყვილმა დახმარებისთვის მიმართა, მაგრამ როცა შეიტყო, რომ იგი ტყუპს ელოდებოდა და ერთ-ერთ ნაყოფს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, აბორტის გაკეთება მოითხოვა.
პატარამონ ჯანბუას თქმით, ამ საქმეს ხელი უმძიმესი მატერიალური მდგომარეობის გამო მოჰკიდა. ავსტრალიელემბა მას 11 700 დოლარი გადაუხადეს. დამკვეთმა წყვილმა გოგონა წაიყვანეს, ბიჭზე კი უარი თქვეს, რადგან მას დაუნის სინდრომი და გულის პათოლოგია აღმოაჩნდა.
სუროგატმა დედამ ბავშვზე მან უარი ვერ თქვა, და ისედაც უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი, უარეს მდგომარეობაში ჩავარდა. პატარამონ ჯანბუა ამბობს, რომ ყოველივე ამაში ღვთის სასჯელს ხედავს, რადგან სუროგაციაზე დათანხმდა.
ამიტომაც გადაწყვიტა, ბოლომდე ზიდოს ეს ტვირთი, არც ბავშვზე იტყვის უარს და ინტერნეტით ფულის შეგროვებაც დაიწყო, რომ ბავშვს გულის პრობლემაზე უმკურნალოს.
ამ დროისთვის კეთილმა ადამიანებმა 50 ათას დოლარზე მეტი გაიღეს. პატარამონი ყველას მადლობას უცხადებს და ბავშვზე ზრუნვის პარალელურად, ნამდვილი კამპანია წამოიწყო სუროგაციის წინააღმდეგ.
„მინდა ყველა ტაილანდელ ქალს მოვუწოდო, არ მიიღონ მონაწილეობა სუროგატი დედის ბიზნესში.
არ იფიქროთ მხოლოდ ფულზე. თუ რაღაც ისე არ წავა, თქვენ არავინ დაგეხმარებათ, ბავშვს კი საზოგადოება გარიყავს. ისევ ჩვენ მოგვიწევს პასუხისმგებლობს საკუთარ თავზე აღება", - ამბობს ტაილანდელი პარამონი.
http://mshoblebi.ge/