
ტელეწამყვანი „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან საგანგებო ეთერთან დაკავშირებით გამოწვეულ აჟიოტაჟს პასუხობს.
„ძალიან უცნაური ქვეყანა ვართ. ვისაც არ ეზარება, ყველა რაღაც ეჭვებს გამოთქვამს, რას ვგეგმავთ და რატომ გავდივართ დღეს ეთერში, როცა შვებულებაში ვიყავით. ყველა ეძებს რაღაც ქვეტექსტს...
არადა პასუხი არის უმარტივესი - როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს პატიმრობას უფარდებენ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ დროს არ შეიძლება პოლიტიკური თოქ-შოუ ისვენებდეს. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავი არაა, პრეზიდენტისთვის პატიმრობის შეფარდება. ამიტომაც პასუხი მარტივია და ნუ ეძებთ ქარიშხალს ჭიქაში.
ჩვენ ვაშუქებთ მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს მოვლენა აუცილებლად უნდა გაგვეშუქებინა... მე ამდენი წელი ასე ვმუშაობდი... სხვათაშორის, არავის წინააღმდეგ არანაირი შეთქმულება არ გვაქვს დაგეგმილი. ყველა მხარე მიიღებს მონაწილეობას და ყველა საკუთარ არგუმენტებს ეტყვის მაყურებელს..
ესაა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელსაც აქამდეც ყოველ კვირა ვაკეთებდით. ესაა და ეს... ასე რომ, ვისაც პოლიტიკური ამბები გაინტერესებთ, დღესაც ისევე გელით ტელეეკრანებთან, როგორც აქამდეც გელოდით.
ვინც დაღლილია პოლიტიკური ქარიშხლებით, ტკბილ დასვენებას ვუსურვებ”, - წერს გრიგოლია.