
ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას აკრიტიკებს.
„ალასანიასა და ჯაჭვლიანს შორის განსხვავებად მხოლოდ ლოყაზე ხალიღა რჩება.
„როდესაც ციხის კადრები გავრცელდა მაშინვე ვთქვი, რომ ეს შეიცავდა ნიშნებს ადამიანურობის წინააღმდეგ“
ამბობს გაეროს დასკვნის კომენტირებისას.
ბ-ნო თავდაცვის მინისტრო, რატომ ცრუობთ? თუ დასკვნა არ წაგიკითხავთ და თუთიყუშივით იმეორებთ, რაც IPN-ში წაიკითხეთ?
Crime Against Humanity - ნახსენებიც არ არის დასკვნაში ციხის სკანდალთან მიმართებით.
Crime Against Humanity ნახსენებია მხოლოდ ერთხელ, ისიც ომთან მიმართებით.
თუ კითხვა გეზარებათ (და ჩვენი საერთო ნაცნობები მეუბნებიან, რომ კითხვა არასოდეს გიყვარდათ) აკრიფეთ search in the document-ში crimes against humanity და თავად დარწმუნდებით“, - წერს ჩერგოლეიშვილი.