
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის KUBANA-ს ანალოგი, მომავალ წელს, შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა დღეს განაცხადეს, როცა აღნიშნეს, რომ ფესტივალი წელს კრასნოდარის მხარეში ბოლოჯერ ტარდება.
ინფორმაციას საქართველოში "ყუბანას" ანალოგიური ფესტივალის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ "რია ნოვოსტი" ფესტივალის ორგანიზატორის ილია ოსტროვსკის განცახდებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოსტროვსკიმ დღეს განაცხადა, რომ მაგალითად, "კაზანტიპი" გადავიდა საქართველოში და ეს "ძალიან კარგია":
ჩვენ ვნახავთ, როგორ ჩატარდება იქ ფესტივალი და, რატომაც არა - საქართველოს - ცალსახა დიახ!", - ასე უპასუხა მან შეკითხვას, შესაძლოა თუ არა ჩატარდეს ფესტივალი რომელიმე მეზობელ ქვეყანაში. შეკითხვაში "საქართველოში ან აფხაზეთში" ფიგურირებდა.
ოსტროვსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთში ფესტივალი ვერ ჩატარდება, რადგან მისი მონაწილეები "ადმინისტრაციული ხასიათის პრობლემებს წააწყდებიან".
"ყუბანა" უკვე მეხუთე წელია, რაც ტარდება და ამ ხნის განმავლობაში პოპულარობაც მოიპოვა.