
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის თქმით, ნუცა ბუზალაძის გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს გემოვნებიანი მუსიკა.
„ნუცა ჩემთვის აღმოჩენა იყო. პირველ ტურში, რომ ვნახე, როგორ იმღერა აღვფრთოვანდი. ის მსოფლიო დონის მონაცემების მქონე ბავშვია და მისით ყველამ უნდა ვიამოყოთ, უნდა გავუფრთხილდეთ....
სამწუხაროდ, იმ დღეს როცა ნუცა გამარჯვებულად დაასახელეს, მის გვერდით არ ვიყავი, რადგან თურქეთში კონცერტი მქონდა, თუმცა ხშირ-ხშირად ვუკავშირდებოდი ლელა წურწუმიას და მისგან ყველა წვრილმანს ვიგებდი.
დილით რომ გავიღვიძე, მაშინვე გავუგზავნე მათ ასეთი მესიჯი.
„დილა მშვიდობისა, ჩემო ჩემპიონებო! ეს დიდი სიხარულია და ამ პოლიტიკურ ფონზე, ეს ნამდვილად საჭირო იყო. უზარმაზარი სიხარული მოუტანა ამ პატარა გოგომ ყველას. საქართველოში მუსიკა რომ ესმით და კარგი გემოვნება აქვთ, ეს ყველამ იცის“, - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.
„გზა“