
მომღერალი ლევან ჩიჩუა ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი რჩეული მუსიკა და მხოლოდ მუსიკაა.
ამის მიზეზი ისაა, რომ შეყვარებულობის პერიოდში გოგონას გამო მუსიკას თავი დანება, ყველაფერი გაყიდა, მაგრამ მან „ფეხებზე დაიკიდა“ და დატოვა პირღია.
„მე რომ შეყვარებული მყავდეს, მასზე უნდა ვიფიქრო, ვინერვიულო, ერთად უნდა ვიაროთ, ვეკონტაქტოთ ერთმანეთს. მუსიკას რომ აკეთებ, თუ ბოლომდე არ ჩაუჯექი, ვერაფერს შეძლებ.
მესიჯების გაგზავნა თუ დავიწყე, ჩემს საქმეს მოვწყდები, არადა შეყვარებულს ყურადღება ხომ უნდა მიაქციო?
ასეთ სიტუაციაში ვყოფილვარ. შეყვარებულის გამო მუსიკას თავი დავანებე, ყველაფერი გავყიდე, მაგრამ ბოლოს ფეხებზე დამიკიდა და დამტოვა პირღია.
არ მინდა! ჩემი მთავარი შეყვარებული ჩემი კარიერაა. როცა მის პიკს მივაღწევ, მერე შეიძლება ვიფიქრო სიყვარულზეც“, - აცხადებს ლევან ჩიჩუა.
„რეიტინგი“