
გარდაცვლილის ნათესავი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აცხადებს, რომ გავრცელებული ხმები, თითქოს სალომე ყოფილ ქმარს შეყვარებულთან ერთად შეხვდა, სიმართლეს არის მოკლებული.
„სალომე 19 წლის არის და წლინახევრის შვილი ჰყავს. შეყვარებულთან ერთად არ ყოფილა, თბილისიდან ზესტაფონში შვილის სანახავად იყო წასული, თითქმის სახლამდე იყო მისული.
ეტყობა, ყოფილი ქმარი იქვე ახლოს ელოდებოდა, სახლიდან თითქმის 200 მეტრში. სალომე, მას საკუთარი ნებით არ ჩაუჯდებოდა, ეტყობა ძალით ჩასვა მანქანაში ან მუქარით.
დედა ჰყვება, ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, ხიდის თავში ვარ დედა, 15 წუთში სახლში ვიქნები და ბავშვი დავბანოთო. ამის შემდეგ, 15-20 წუთი რომ გავიდა, გადავურეკე და არ პასუხობდაო...
5 ტყვია აქვს ნასროლი, ორი გულმკერდის არეში, ორი მუცელში და ერთიც ხელში, - ეტყობა, ამ საცოდავმა პირველ ტყვიაზე ხელი აიფარა ინტსტიქტურად. ერთი სიტყვით, ადგილზე მოკლა და პატრულს ჩაბარდა.
ნასვამი ყოფილა. ადრეც ემუქრებოდა. რამდენიმე თვის წინ, ფიზიკურადაც გაუსწორდა, რის გამოც გაფრთხილებული იყო შესაბამის სამსახურებისგან...
ტიპია ასეთი აგრესიული. ითქვა, ემუქრებოდა, - თუ უბედური ვიქნები, არც შენ გაცოცხლებო...… ისიც თქვეს, თითქოს მკვლელს ცოლი ჰყავს, მაგრამ ასე არ არის, ვინ გაჰყვებოდა მას, თამაშობდა და ასეა დღემდე. ამიტომ გაშორდნენ.“ - აცხადებს მოკლული გოგონას ნათესავი.
kvirispalitra.ge