
რუსულ ტელეარზებზე გავიდა სიუჟეტი, რომელშიც რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი მოსკოვის ერთ-ერთ აბანოში იმყოფება.
კადრებში კარგად ჩანს, როგორ ამოწმებს ჟირინოვსკი აბანოს ავკარგიანობას რამდენიმე ახალგაზრდა შიშველ მამაკაცთან ერთად.
თავიდან ჟირინოვსკი ბიჭებს სხვადასხვა აუზში ანაწილებს, შემდეგ კი ერთ-ერთ აუზში 4 მამაკაცთან ერთად ჩადის და ბიჭების ჯანმრთელობითაც ინტერესდება - მათ პირის ღრუს უმოწმებს.
შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიტიკოსი მამაკაცებთან ერთად ინტიმურ გარემოში იმყოფება.
წლების წინ, ერთ-ერთ თოქშოუში მას მომღერალი ალა პუგაჩოვა დაუპირისპირდა.
მაშინ პოლიტიკოსმა მას შურაცხყოფა მიაყენა: თქვენ, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, საწილოდან არ დგებითო, რაზეც მომღერალმა უპასუხა: თქვენ კი აბანოში ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად ზიხართო.
ambebi.ge