
რუსი პოლიციელები მოსკოვში, არბატზე პატრულირებისას წააწყდნენ ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებსაც საცხოვრებელი კორპუსიდან პოკერის სათამაშო მაგიდები გამოჰქონდათ.
მოსკოვის პოლიცია ეჭვობს, რომ ცნობილმა მკურნალმა ჯუნა დავითაშვილმა თავის ბინაში აზარტული თამაშების კლუბი მოაწყო.
65 წლის ჯუნა აცხადებს, რომ ბინა გაქირავებული ჰქონდა და რა ხდებოდა მის ბინაში, არაფერი იცის.
„ნიკოლოპესკოვსკაიას შესახვევში მდებარე ბინა ჩემია, ეს ფართი 13 წლის წინ შევიძინე, ბოლო ხანს კი გაქირავებული მქონდა... არავითარი კაზინო არ მაქვს, დამქირავებლები კი რით არიან დაკავებულნი, მე არ ვიცი,“ - აღნიშნა მან.
პოლიცია აცხადებს, რომ პოკერის მაგიდების მფლობელს აუცილებლად იპოვნიან.