
ფლორიდელი მამაკაცი სახლში იმ დროს მივიდა, როდესაც ოჯახის ახლობელი, 18 წლის რეიმონდ ფროლანდერი მისი 11 წლის ვაჟთან სექსით იყო დაკავებული.
მამამ პედოფილი ისე სცემა, რომ სიკვდილის პირას მიიყვანა.მოძალადეს სახე ისე ჰქონდა დამახინჯებული, რომ მისი ცნობა ჭირდა. მას შემდეგ, რაც პედოფილმა ცემისგან დიდი ოდენობით სისხლი და გონება დაკარგა, მამამ პოლიცია გამოიძახა.
ადგილობრივმა პოლიციამ მამის მხარე დაიჭირა და მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.
გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში პედოფილმა ბავშვზე ძალა არაერთხელ იხმარა.