-
2014-07-22 15:01
ფეხბურთელის ვაჟი, რომლის დედის ვინაობაც მკაცრადაა გასაიდუმლოებული, უკვე ოთხი წლის გახდა.
ბიჭუნას დედა თვალით არ უნახავს და როდესაც მოიკითხა, იგი დააჯერეს, რომ დედა სამოგზაუროდ წავიდა. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ არაფერს იტყვის ბიოლოგიური დედის შესახებ, სანამ ბავშვი არ მოიზრდება.
„ერთხელ ვუთხარით მას, რომ დედამისი ზეცაშია, თუმცა მოგვიანებით ჩემმა ძმამ და დედაჩემმა მასთან ამაზე საუბარი აკრძალეს.ახლა მან იცის, რომ დედამისი სამოგზაუროდაა წასული. ბიჭმა დაივიწყა ეს თემა და კითხვებს აღარ სვამს.
თუკი მომავალში კრიშტიანინიუ მოინდომებს ბიოლოგიური დედის ვინაობის შეტყობას, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება, რაშიც ხელს ვერავინ შეუშლის,“ - ამბობს რონალდოს და ელმა.