-
2014-07-21 10:23
გუშინ ურეკში, ძლიერი ქარის შედეგად კატერი ამოტრიალდა, კატერზე გამობმული პარაშუტი კი, რომელზეც გოგონა იმყოფებოდა, ზღვაში ჩავარდა. უბედური შემთხვევის დროს კატერზე ორი ადამიანი იმყოფებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზღვაზე ძლიერი ქარი ამოვარდა, ურეკის სანაპირო პლაჟზე, გოგონა კატერმა პარაშუტით ზღვაში შეიყვანა, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში, გოგონა ჰაერში ეკიდა და ვერ ხერხდებოდა მისი ჩამოყვანა.
ძლიერი ქარის გამო, პარაშუტმა კატერი უკუსვლით ასწია და არსებობდა საშიშროება, რომ გოგონა ხეებში ჩავარდნილიყო ან დაცემულიყო პლაჟზე, თუმცა, კატერის ზღვაში შეყვანა მოხერხდა, მაგრამ ძრავმა ვერ გაუძლო და კატერი ჩაიძირა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები მაშინვე მივიდნენ. ისინი „სკუტერებით“ შეეცადნენ ჩაძირული კატერიდან დაშავებულების ამოყვანას.
დაშავებულების პირველადი დახმარება სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გაუწიეს. მათი თქმით, პარაშუტზე მყოფი გოგონა, რომელიც კატერმა წყალში ჩაითრია, შოკურ მდგომარეობაში არ იმყოფება და საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებს.
კატერში მყოფი 2 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მათ მცირე დაბეჟილობები აღენიშნებათ.
http://cp.ge/ge/statiacci.php?ID=21678