-
2014-07-20 23:49
„პოსტსკრიპტუმმა“ მოამზადა სიუჟეტი ერგნეთის ბაზრობის მსგავსი სავაჭრო ზონის შესაძლო აღდგენის შესახებ.
როგორც გადაცემის სიუჟეტშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობა სეპარატისტულ რეგიონებთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობს.
სპეციალურმა სავაჭრო ზონებმა აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან დაახლოებას უნდა შეუწყოს ხელი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან გამყოფ ხაზებთან მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრების შექმნის იდეა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაა, თუმცა პროექტის სხვა დეტალები უცნობია. უცნობია ისიც, თუ როგორ განხორციელდება შემოსული პროდუქციის აღრიცხვა და განბაჟება.
ბევრს ახალი ინიციატივა ერგნეთის ბაზრობას ახსენებს, სადაც ქართველები და ოსები აქტიურად თანამშრომლობდნენ, თუმცა იყო კონტრაბანდის, ნარკოტიკების და სხვა სახის კრიმინალის წყაროც.
შენიშვნა: რადიო „თავისუფლების“ ფოტო
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29