
„რუსთავის 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ მისთვის ეროსისთან თანამშრომლობის დეტალების გახსენება ძალიან მძიმეა.
„ჩემთვის ძალიან რთულია საუბარი, იმიტომ, რომ პიროვნულად ძალიან მძიმედ განვიცდი ამ ყველაფერს. თითქოს თვალწინ მიდგას ყოველი წუთი,ყოველი წამი, რომელიც ერთად გაგვიტარებია.
იყო ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენს შორის, მუდმივი წინსვლა, ახალი ლიმიტების რღვევა. ძალიან მძიმეა ჩემთვის ეს ყველაფერი", - განაცხადა ნიკა ტაბატაძემ.