
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეოს ეხმაურება, სადაც პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი მეგობრებთან ერთად ავტომობილში მღერის.
ჟორჟოლიანის თქმით, ანა მარგველაშვილს ვინმემ მაინც უნდა აუხსნას თავისი სტატუსი.
„ეს გოგო ბევრჯერ დავიცავი თავდასხმებისგან. ერთხელ ინგა გრიგოლიას გადაცემაში საჯაროდაც კი, მაგრამ იქნებ უთხრას ვინმემ, რომ პრეზიდენტის შვილია და თუ არ უნდა კრიტიკის ობიექტი გახდეს, ასეთ ვიდეოებს ნუ ავრცელებს.
იქნებ აუხსნან მისი სტატუსი. ხაზს ვუსვამ, სიმღერას არავინ უკრძალავს!“, - წერს ჟორჟოლიანი.