
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი ქუთაისში მომხდარ ფაქტს თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პიროვნების ვინაობას არ ასახელებს.
მათი ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟის წევრები მოქალაქის დასახმარებლად გადავიდნენ და ამ დროს ახალგაზრდა მამაკაცმა ავტომობილი გაიტაცა. საპატრულო პოლიციამ დამნაშავე რამდენიმე წუთში დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით ქუთაისელი ტაქსის მძღოლი საუბრობს:
„ვიდექით, სიმონ, "სტეკლოტარაზე" და ამეიშხუილა, მარა რა ამეიშხუილა. პატრულის მანქანამ, სიმონ, მოდევდნენ უკან. ვიღაც ბიჭი იჯდა, ცალ მხარეს სახეზე "სკოჩი" ჰქონდა გაკრული, "შავი აჩკები" ეკეთა.
კაი ხანია, ვტაქსაობ, მთელ ქალაქს ვიცნობ, ვერ ვიცანი, ვინ იყო, მარა მაგრად კი გარბოდა. კი გამიკვირდა, პატრულის მანქანა ასე რას გარბის, წინ არავინ მიდის, რომ მისდევდეს-მეთქი, მაგრამ მერე უკან სხვა პატრულებიც რომ მოყვებოდნენ, კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე.
ვინცხას გოუტაცია პატრულის მანქანა. მერე გაკიდებია პატრულის სხვა ეკიპაჟი და იმიტო მიქროდნენ გიჟებივით, თურმე დიეს მთელი დღე. ჭიშურასთან დეიჭირეს, მოუსრიალდა თურმე.
რო დევინახე, როგორ გარბოდნენ, ეგრევე ვთქვი, რომ საცხა დაამტვრევდა იმ მანქანას და ბოლოს დოუმტვრევია ჭიშურასთან. თვითონ ქე არი გადარჩენილი, მარა მანქანა არი ნამწა-ნამწა ასაწყობი. ასე უტვინო როგორ უნდა იყო, სიმონ, პატრულის მანქანა რო გეიტაცო? ვინ გოუშვებდა მაგას?! არ ვიცი ახლა, რა ედო გულში, მაგრამ თავში რო ტვინი არ ედო, ფაქტია,“ - ასე აღწერს მომხდარს ქუთაისელი ტაქსის მძღოლი.
www.kvirispalitra.ge