
მამაკაცი, უბრალოდ, ვიდეოზე იღებდა სანაპიროსა და ზღვის ტალღებს, როცა მოულოდნელად, 30-დე დელფინი ნაპირთან ახლოს გამოჩნდა. მათ წყლის სიღრმე და მიმართულება ვერ განსაზღვრეს.
ნაპირზე გამორიყული დელფინები უმწეოდ ფართხალებდნენ და, ალბათ, სულსაც დალევდნენ, რომ არა მათ საშველად დარაზმული ადამიანები, რომლებმაც ისინი უკან, ზღვის სივრცეში შეათრიეს.