
ყოფილი უფლებადამცველი ნანა დევდარიანი "ალიასთან" საუბარში მიმდინარე პროცესებსა და ქართულ პოლიტიკაში ედუარდ შევარდნაძის როლს ასე აფასებს:
„წაიკითხეთ სააკაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება "ფეისბუკზე"? რა დღე დაუდგა სააკაშვილს!.. "ფეისბუკით" ავრცელებს განცხადებებს. შევარდნაძის გარდაცვალებაზე წერს და მინიშნებებს აკეთებს, მიუხედავად მოთხოვნისა, ჩვენ ედუარდ შევარდნაძე არ დავაპატიმრეთო...
ამ განცხადებებით ამბობს, მეც მეცით პატივი და არ დამიჭიროთო. იცით, რას გეტყვით? სააკაშვილს რომ ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდეს, ჩამოვიდოდა და აქ დაიწყებდა მიტინგების მოწყობას. ახლა შეიძლება ისარგებლოს ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებით, უცხოეთიდან ჩამომსვლელ მაღალი თანამდებობის პირებს შეიძლება სთხოვოს ხელშეუხებლობის გარანტია.
სავარაუდოდ, შევარდნაძის დაკრძალვაზე ბევრი სტუმარი ჩამოვა, განსაკუთრებით გერმანიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან, არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, მათ ჩამოჰყვეს იმ იმედით, რომ არ დაიჭერენ და მათვე გაჰყვეს უკან. დარწმუნებული იყავით, თუკი ის აქ ჩამოვა, აუცილებლად მოაწყობს სპექტაკლს აეროპორტშივე...“
„ალია“