-
2014-07-08 18:13
იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქარელის რაიონში მცხოვრები 36 წლის ქალბატონი პურის ცხობის დროს თონეში ჩავარდა და ხელის მტევნები დაიწვა. - ამის შესახებ პორტალი "კვირა" იტყობინება.
ქალბატონი დამწვრობის ცენტრში რეანომობილით ქარელის რაიონიდან გუშინ გვიან ღამით გადმოიყვანეს. პაციენტს სხეულის მე-2, მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობა აღნიშნება და მას ოპერაციას ხვალ ჩაუტარებენ, - აღნიშნავს გამოცემა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26