
პროექტის „X ფაქტორი“ დატოვების შემდეგ სალომე ტეტიაშვილის ირგვლივ ჭორები არ წყდება.
ახლახან გავრცელებული ხმების თანახმად, ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა მომღერალს ბინა აჩუქა.
ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში სალომე აცხადებს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ტყუილია, ტყუილი. ნეტავ მართალი იყოს. მსგავსი რამე რომ მოხდეს, პირველს თქვენ დაგირეკავთ და მთელ საქართველოს მოვდებ ამ ახალ ამბავს. ბიზნესმენი კი არა, რაც პროექტიდან გამოვვარდი, მეგობრები აღარ მირეკავენ“, - აცხადებს მომღერალი.
„რეიტინგი“