
მსახიობმა ია ფარულავამ უარყო გავრცელებული ხმები სხვადასხვა მაღაზიებისა და ბიზნესწილების ფლობის შესახებ. მისი თქმით, არც ყოფილმა ქმრებმა დაუტოვეს რაიმე ქონება, ნერვების წყვეტის მეტი. თუმცა, არ უარყო, რომ თბილისში მილიონიანი ქონების მფლობელია.
„ჩემი შემოსავლის წყარო სატელევიზიო კონტრაქტებია. თუ დაიწყო სექტემბრიდან, ისევ ვიქნები „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი, წინასწარ დეტალებზე საუბარი არ მინდა.
მქონდა შემოთავაზება "რუსთავი 2"-დან და "იმედიდანაც" კვირაში ერთხელ წამეყვანა გადაცემა, მაგრამ ამ ეტაპზე უარი ვთქვი. არ შემიძლია ასე მუშაობა. მირჩევნია პროექტები, ჩემს ქმარსაც აქვს შემოსავალი და რატომ უნდა ვიწვალო? რომ მიჭირდეს, დავთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას.
3 საკუთარი უძრავი ქონება მაქვს. ეს არის, ბანკის მიერ მილიონ დოლარად შეფასებული სახლი აბანოთუბანში. რამდენჯერმე შემომთავაზეს მილიონი ამ სახლში, მაგრამ ამ ფასად იმ სახლის გაყიდვა დამენანა.
ასევე მაქვს პატარა ბინა ყაზბეგის ქუჩაზე, რომელიც 85 ათას დოლარად არის შეფასებული და ორსართულიანი სახლი ნუცუბიძეზე, რომლის ღირებულებაც 250 000 დოლარს შეადგენს. რას ვაქირავებ და რა შემოსავალი მაქვს, არ დავკონკრეტდები. ტარიელსაც აქვს სამი ბინა და საკუთარი შემოსავალი. არ მიჭირს, მაგრამ იმდენიც არ მაქვს, პარიზში და მილანში ვიშოპინგო და თავზე დავიმხო ყველაფერი.
ტარიელი ახლაც გერმანიაშია მიწვეული, კონცერტები აქვს. სამ თვეში ერთხელ აუცილებლად ეპატიჟებიან კონცერტების ჩასატარებლად. ბოლო დროს დიდი პაუზა გამოუვიდა, რადგან გია ყანჩელის პროექტზე მუშაობდა. თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ მილიონერი ვარ.
.. .აზრზზე არ ვარ რა მანქანა მყავს. "მერსედესის" მარკის რაღაც კარგი მოდელია. 2007 წლის მოდელია და ახლანდელი მდგომარეობით 22 000 დოლარად გავყიდი.
... წესით საკუთარი ბიზნესი კი უნდა მქონდეს. შემიძლია თუნდაც სასტუმროს გაკეთება აბანოთუბანში მდებარე სახლში, მაგრამ ვერ გავრისკე. კი ვტოვებ გაბედული და უშიშარი ქალის შთაბეჭდილებას, მაგრამ ბიზნესი არ მესმის. ვცადე კრემების ბიზნესი, რომელიც საზღვარგარეთიდან შემომქონდა, მაგრამ არ გამომივიდა.
ავიღოთ თუნდაც ჩემი წიგნი, რომელიც ახლა ძალიან გაპიარებულია, ყველა იყიდის, მხოლოდ ფეისბუქზე 47 ათასი ფანი მყავს და ნახევარმა მაინც რომ შეიძინოს, დიდი თანხა იქნება, მაგრამ ვერ ვყიდი, რადგან ყველა საჩუქრად დავარიგე. მოკლედ დებილი ვარ რა.
როცა ბიზნესლედი ხარ, უმოწყალო უნდა იყო, მე კი უარის თქმა არაფერზე შემიძლია, კეთილი ვარ და ასე ბიზნესის აწყობა არ გამოვა.
ყოფილმა ქმრებმა ნერვების დაგლეჯვის მეტი არაფერი დამიტოვეს, იქეთ გამწეწეს.
http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesis/105792-ramden-milions-flobs-ia-farulava-da-ra-qoneba-darcha-msakhiobs-tsarumatebeli-qortsinebebidan.html