
რუსეთსა და საბაჟო კავშირის ქვეყნებში 1 ივლისიდან შევიდა ძალაში აკრძალვა სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ქვედა საცვლების დამზადებასა და გაყიდვაზე.
ცოტა ხნით ადრე ექსპერტთა ცალკეულმა ნაწილმა ამ აკრძალვის მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატა. „იზვესტიის“ ცნობით, ფრაქცია „სპრავედლივაია როსიას“ წევრმა მიხეილ სერდიუკმა მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართა:
„ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ აკრძალვის შემდეგ ბაზრიდან გაქრება საცვლების 90%. გვაქვს კი ჩვენ უფლება, მივუთითოთ ჩვენს ქალებს, რა სახის საცვალი ჩაიცვან და ამით მათ არჩევანის უფლება არ დავუტოვოთ? მე ვფიქრობ, რომ ერის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და არჩევანზე გავლენის მოსახდენად ინფორმირებულობაა საჭირო და არა აკრძალვები“, - განაცხადა სერდიუკმა.