
ყოფილმა ესკორტ-გოგონამ, ავსტრალიელმა გვინეტ მონტენეგრომ, რომელიც ახლა 36 წლისაა, გადაწყვიტა თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ მკითხველისთვის მოეთხრო და მემუარები წიგნად გამოუშვა.
მემუარებში „გვინეტ მონტენეგრო და მისი 10 000 კაცი“ - ავტორი ყვება, რომ ესკორტ-გოგონად მუშაობისას, რომელიც ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და ორგიებსაც მოიცავდა, საათში 500-დან 1000 დოლარამდე უხდიდნენ.
იგი ყოველთვის გამოგონილი სახელით მუშაობდა, რადგან მისი მშობლები ქრისტიანები არიან და მას ღვთისმოშიშად ზრდიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც 18 წლის ასაკში იგი ჯგუფურად გააუპატიურეს, დეპრესიისგან გამოსვლა ალკოჰოლით და ნარკოტიკებით სცადა, შემდეგ სტრიპტიზის მოცეკვავედ მოეწყო ბარში, სადაც მას ესკორტ-გოგონად მუშაობა შესთავაზეს.
„ნამდვილი სახელითა და გვარით არასდროს მიმუშავია. ცნობილი მსახიობებისთვის, ადვოკატებისთვის და პოლიტიკოსებისთვის ვმუშაობდი. მშობლებს ეგონათ, თავს მოდელობით ვირჩენდი... მაგრამ ჩემი საქმიანობის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც ავტოავარიაში მოვყევი... მათ მაპატიეს", - ამბობს გვინეტი.
ესკორტ-გოგონად მუშაობის პერიოდში გვინეტ მონტენეგრომ საკმაო თანხა დააგროვა, საავიაციო სასწავლებელი დაამთავრა და პროფესიონალი პილოტი გახდა.
რამდენიმე წლის წინ, მან ბიზნესპარტნიორი მოძებნა, რომელთან ერთადაც მშენებლობების დაწყებას აპირებს.