
გადაცემა „ვის უნდა 20 000“-ის ყოფილი წამყვანი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში დავით გოგიბედაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც გოგიბედაშვილი თბილისში მისი ფერადკანიანი სიძის მიმართ რასიზმის გამოვლენის ფაქტებზე საუბრობს.
„ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა გვერდზე დაგვრჩება თუ თავად ჩვენ არ შევიცვლებით. სანამ სხვის პატივისცემას არ ვისწავლით, ვირბენთ ასე „ტაბურეტკებით“!
როცა 2000-იანების დასაწყისში გადაწყდა პეკინში ოლიმპიადის ჩატარება ჩინეთის ხელისუფლებამ სოციალური რეკლამის რგოლების ტრიალი დაიწყო ტელევიზიით, რომ საკუთარი მოსახლეობა 2008 წლისათვის მოემზადებია. გაგიკვირდებათ
და ამ რგოლებში მოსახლეობას ასწავლიდნენ როგორ გაეხეხათ კბილები, არ ეფურთხებინათ, გამვლელებისათვის ხელი არ ეკრათ და ტრანსპორტში ფეხმძიმე ქალისათვის ადგილი დაეთმოთ.
მგონი დროა ჩვენმა მთავრობამაც იგივე გააკეთოს და შეახსენოს მავანთ, თუ როგორი შეურაცხმყოფელია, როცა რუსი „ჩერნოჟოპის" გეძახის !!!“, - წერს მამუკა გამყრელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.