-
2014-06-29 23:27
კადრების სააგენტოში, Iთ-სპეციალისტის ვაკანსიის დასაკავებლად, გასაუბრებაზე მისულმა 32 წლის ბრიტანელმა, მაკრა მირზამ თავის გამოჩენა საკმაოდ უცნაური მეთოდით გადაწყვიტა.
საკუთარ თავზე საუბრისას მაკრამ აღნიშნა, რომ გაწვევის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, რადგან არცთუ დიდი ხნის წინ ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილ ქალებს სექს-მონობაში ყიდდა.
გასაუბრების დასრულების შემდეგ კი მუსიკალური ჯგუფის Weather Girls კომპოზიციაზე It's Raining Men სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო და წელს ზემოთ გაშიშვლდა.
ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ინტერვიუერი გასაუბრებიდან თავაზიანად გაისტუმრეს, თუმცა სულ მალე მაკრამ კომპანიისგან უარის წერილი მიიღო.
სპეციალისტემბა მას მადლობა გადაუხადეს გასაუბრებაზე მისვლისა და სტრიპტიზ-შოუსთვის, მაგრამ აღნიშნეს, რომ ასეთი ქმედებები Iთ-სპეციალისტის ვაკანსიისთვის სრულიად ზედმეტი იყო.
ამასთან, ადამიანებით ვაჭრობაც არ შეიძლება ჩაითვალოს გაწვევის ფართო გამოცდილებად.
კადრების სპეციალისტებმა გამოთქვეს იმედი, რომ შემდეგ გასაუბრებაზე წასვლამდე მაკრა მირზა ფსიქიატრის კონსულტაციას აუცილებლად გაივლის.