
29 ივნისს იაპონიის კუნძულ ივოძიმაზე 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
იაპონურმა რადიოსადგურებმა მაშინვე გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ მიწისძვრის შემდეგ ცუნამის წარმოშობის საშიშროება არ არის.
კუნძული ივოძიმა ტოკიოდან 1,2 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და იგი მუდმივი მოსახლეობით დასახლებული არ არის.
კუნძული ძირითადად სამხედრო დანიშნულებისაა და მასზე იაპონიის სამხედრო ძალების საზღვაო ბაზა მდებარეობს.