
როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, გაბრაზებული ღმერთი წარმოიდგინა და დაასკვნა, რომ ასეთი რამ მართლაც რომ ხდებოდეს, ძალიან სასაცილო იქნებოდა.
„იმ დღეს რაღაცაზე ვამბობ : „ღმერთო, ასე და ასე თუ მოხდა, მაგრად გაასწორებს-მეთქი“ და უცებ ერთი ძაან „აიტ, შე პატარა უღმერთო“ ღიმილიანი სახით მეუბნება: „კაიი ტოო, ღმერთს თხოვ თუ იმას..ჰი ჰი“..
ვახ-მეთქი, მერე დავფიქრდი, რა სასაცილო იქნება, ღმერთი რომ ბრაზდებოდეს: „უფროს-უმცროსის პატივისცემა არ იცის ამ შობელძაღლმა, ჟარგონი ვის გაუბედა“.
ტაქსიში სიგარეტს რომ ვეწევი და, ვთქვათ, რამე საშიშზე გამეფიქრა და მეორე ხელით პირჯვარს გადავიწერ, მძღოლი წყობიდან გამოდის და მანქანაში დამწვარი „კალოტკების“ (სამუხრუჭე ხუნდების-ვიცი) სუნი დგება. ღმერთს ეწყინა და ამან დამასტა, ეგრე გონია, ალბათ.
ძაან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ღმერთზე. ეგეთი ბუტია მეგობარი არ მინდა, ღმერთი მითუმეტეს.“ - დაასკვნა თინა მახარაძემ.