-
2014-05-16 05:31
რეჟისორი რეზო ჩხეიძე "პირველ რადიოსთან" საუბარში უარყოფს რაიმე კავშირს "საქართველო და მსოფლიოს" მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუს იმ ნაწილთან, სადაც მას ფრაზა: „გამორიცხულია პატრიარქს და ვიღაცას ლამის თანაბარი რეიტინგი ჰქონდეთ. ბოდიში და ვინ ჩემი ფეხებია უსუფაშვილი ან ალასანია ?! “ მიეწერება.
"ჯერ რა ქართულია, ასე უწოდო ადამიანებს, რატომ უნდა შეხვებოდი ასეთნაირად, ეს არის ყველაფერი შეგნებული პროვოკაცია და უვიცობა, ჩვენ ველაპარაეთ რედაქციას და გვითხრეს რომ შეასწორებენ და დაბეჭდავენ. არავითარი მსგავსი ლაპარაკი არ ყოფილა, საერთოდ არც ტექსტში გვარები სახელები საერთოდ არ ყოფილა ნახსენები“, - განაცხადა რეზო ჩხეიძემ
შეგახსენებთ რომ „საქართველო და მსოფლიომ“ კინორეჟისორის ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც რეზო ჩხეძე სოციოლოგიური კვლევების შედეგებზე კომენტარს აკეთებდა. გაზეთს რეჟისორის ციტატაც ჰქონდა მოყვანილი „გამორიცხულია პატრიარქს და ვიღაცას ლამის თანაბარი რეიტინგი ჰქონდეთ. ბოდიში და ვინ ჩემი ფეხებია უსუფაშვილი ან ალასანია ?! “. ინტერვიუს ეს ფრაგმენტი მოხვდა სხვა მედიასაშუალებების, მათ შორის, "აფხაზეთის ხმის" დაიჯესტის რუბრიკაში.