
როგორი ფორმატის იქნება და ვინ გაუძღვება "პოზიციას"? - ამ აქტუალურ კითხვაზე "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი პირდაპირ არ პასუხობს. ამასთან, ის არ ადასტურებს გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ გადაცემას ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი გაუძღვება.
"პარასკევს გამოჩნდება, როგორი ფორმატის იქნება გადაცემა, შეიცვლება ის თუ არა და ვინ წაიყვანს მას. წამყვანის საკითხი ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი, გავდივართ ამ თემის განხილვას", - აცხადებს ნიკა გვარამია.