-
2017-06-16 23:40
ლონდონში მომხდარი ხანძრის დროს 23-ე სართულზე მცხოვრებმა გლორია ტრევისანმა და მარკო გოტარდიმ სიცოცხლის ბოლო წუთებში მშობლებთან დაკავშირება და გამომშვიდობება შეძლეს.
„მადლობა ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთე“, -ასე დაემშვიდობა გლორია დედას, მარკო კი პირველი დარეკვისას მშობლებს აწყნარებდა, რომ არ ენერვიულათ. მეორე ზარის განხორციელებისას მან მშობლებს განუცხადა, რომ უკვე კვამლი იდგა და ნელ-ნელა იზრდებოდა.
წყვილი ლონდონში იტალიიდან 3 თვის წინ, სამსახურის დაწყების სურვილით ჩავიდა. მათ Grenfell Tower-ში ბინა ლამაზი ხედის და სიმყუდროვის გამო შეარჩიეს.
„მათ სურდათ ჩასვლა, მაგრამ კიბეები ცეცხლის ალში იყო გახვეული და კვამლი უფრო და უფრო იზრდებოდა,“- განაცხადა გლორიას მამამ.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს ლონდონში 27 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად დაიწვა. ოფიციალური ინფორმაციით 17 ადამიანი გარდაცვლილია, ათობით ადამიანი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი და დაახლოებით 100 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.