
ირაკლი ბათიაშვილი ციხეში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სკამზე ასული სვამდა, - ამის შესახებ ბაჩანა ახალაიამ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით, მობილური ტელეფონი და სხვა პრივილეგიები, რასაც ბრალდება მას ედავება, არა მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებს, არამედ სხვა პატიმრებსაც გააჩნდათ, რადგან მაშინ კანონი ამას არ კრძალავდა.
"მაშინ ტელეფონი არ იყო აკრძალული და მე დავაწესე ეს აკრძალვა. ირაკლი ბათიაშვილს შენს ციხეში სკამზე ასულს მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელო დაულევია",, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ #10 დაწესებულების ყოფილი და #9 დაწესებულების მოქმედი თანამშრომლის, რამაზ ჭოხონელიძის დაკითხვისას, რომელიც პროკურატურის მოწმეა.
ბათიაშვილის შესახებ, იგივე განაცხადა გუშინ დაკითხულმა მოწმემ – მიხეილ ბიბილურიძემ, რომელიც გირგვლიანის საქმეზეა გასამართლებული და სასჯელს სწორედ #10 დაწესებულებაში იხდიდა.