
,,მეჩვენება, რომ მოსამართლეს ვანო მერაბიშვილის უფრო ეშინია, ვიდრე ვანოს მოსამართლის გადაწყვეტილების,"-უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა იური ლუცენკომ ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე მოსამართლეს მიმართა.
,,მისი გამოცდილება რეფორმების კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით რეფორმების გატარება უკრაინაში. ჩვენ არა მხოლოდ საქმე გვაკავშირებდა, არამედ მეგობრული ურთიერთობაც. დღეს აქ ვარ ორი მიზეზის გამო, მე მინდა მხარი დავუჭირო ჩემს კოლეგას, რეფორმატორს, არაკორუფციული ქართული პოლიციის შემქმნელს, ასევე ჩემს მეგობარს ვანოს", - განაცხადა ლუცენკომ.
ლუცენკო დღეს ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცეს დაესწრო.