
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეუღლის სანდრა რულოვსის დაცვის უფროსები დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ისინი საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით არიან დაბარებული. დამატებითი ინფორმაცია კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ კონკრეტდება.
დაკითხვაზე დაბარებულია თემურ საჯაია, გიორგი ლაგურიშვილი, ასევე ქალბატონი, რომელიც რულოვსს საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა და “რუსთავი 2”-ის დაცვის უფროსი რამაზ ლაფაჩიშვილი.