-
2014-06-15 14:13
ბათუმში პარტია "რეფორმატორების" მაჟორიტარობის კანდიდატ ნუგზარ ჯინჭარაძეს დილით ავტომობილზე საბურავები მოხსნილი დახვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს ნუგზარ ჯინჭარაძე, დამკვირვებლების უბნებზე მიყვანას აპირებდა, თუმცა ავტომობილი საბურავების გარეშე იყო.
"დილით 06:00 საათზე მომაკითხა ბიძაშვილმა, ჩვენი დამკვირვებლები ავტომობილით უნდა მიგვეყვანა. სანამ გამოვიდოდი გარეთ, ბიძაშვილმა მითხრა, რომ ავტომობილს საბურავები არ ჰქონდა. მეგონა, რომ ხუმრობდა, გავედი და მართლაც საბურავების გარეშე იყო მანქანა", - აღნიშნა ნუგზარ ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, ადგილზე საპატრულო პოლიცია უკვე მივიდა. ნუგზარ ჯინჭარაძე მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26