
იტალიელმა ნახევარმცველმა „სანდერლენდიდან“ ემანუელ ჟაკერინიმ დღევანდელ, რამდენიმე წუთის წინ დაწყებულ მატჩთან დაკავშირებით პროგნოზი გამოთქვა და განაცხადა, რომ იტალიის ნაკრები გაიმარჯვებს.
„ჩემი აზრით, ძალიან სანახაობრივი და დაძაბული თამაში იქნება, ხოლო უეინ რუნის გოლს „სკუადრა აძურა“ ანდრეა პირლოსა და მარიო ბალოტელის ზუსტი დარტყმებით უპასუხებს და იტალია 2:1 მოიგებს“, - განაცხადა ფეხბურთელმა.