
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მოძრავ "ოპელს" მოულოდნელად წაქცეული უზარმაზარი ხე დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა "ოპელმა" და სამგზავრო-სარეისო მიკროავტობუსმა ერთმანეთს გვერდი აუარეს - თვითმხილველთა თქმით, ხე სანტიმეტრებში ასცდა "მარშრუტკას".
მომხდარი შემთხვევა, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ დასრულდა: "ოპელის" მძღოლი მანქანიდან თვითონ გადმოვიდა, ის სტატიის შიდა ფოტოზეა გამოსახული. ფოტოები შემთხვევის ადგილზე თვითმხილველმა მაკა ლაშხიამ გადაიღო. შემთხვევა აღმაშენებელზე გუშინ, საღამოს საათებში მოხდა, როცა თბილისში წვიმა დაიწყო.