
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გადადგა, –ამის შესახებ რუსული მედია წერს.
,,რია ნოვოსტის“ ცნობით, ანქვაბმა აქციის მონაწილეებს მიმართა და მან გადადგომის შესახებ კონსულტაციების გავლის შემდეგ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
რუსული მედიის ინფორმაციით, ანქვაბის გადადგომა ოპოზიციის ლიდერმა სერგეი შამბამაც დაადასტურა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე , რომელიც 24 აგვისტოს არის დაგეგმილი დე–ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ვალერიან გამბა შეასრულებს.