ქართველი ჟურნალისტის გულის შეტევის გამო, კიევი-თბილისის თვითმფრინავი როსტოვში დაეშვა

Image

ქართველი ჟურნალისტის კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნის გამო უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც რეისს კიევიდან-თბილისის მიმართულებით ასრულებდა, საგანგებო დაშვება როსტოვის აეროპორტში განახორციელა.

 

 

თვითმფრინავით უკრაინიდან თბილისში მოემგზავრებოდნენ ქართველი ჟურნალისტები და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, რა დროსაც ერთ-ერთ ჟურნალისტს გულის შეტევა დაემართა და საგანგებო დაშვება აუცილებელი გახდა.

 

ავადმყოფის გარდა, რუსეთის ტერიტორიაზე არცერთი ქართველი არ შეუშვეს, ამიტომ ავადმყოფს უკრაინელი მგზავრი გაჰყვა. უკრაინა-თბილისის რეისზე მომხდარს იმედის ჟურნალისტი გურამ როგავა ,,ფეისბუქზე“ დეტალურად აღწერს.

 

 

"წუხელ ქართველი ჟურნალისტები სამშობლოში კიევი-თბილისის რეისით ვბრუნდებოდით, როცა ჩვენი ერთერთი კოლეგა შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა და რომ არა დათო კაკულიას სწრაფი რეაქცია, ყველაფერი ტრაგედიით დასრულდებოდა.

 

ჩვენი თხოვნით პილოტმა საგანგებო დაშვება როსტოვში განახორციელა.

 

ყველაფრის მიუხედავად, არ ველოდით ასეთ ირონიას რუსი მესაზღვრეებისგან და განსაკუთრებით ექიმებისგან (ჰიპოკრატეს ფიცის იმედად ვიყავით, მაგრამ, როგორც ჩანს, ამათ პუტინის ფიცი აქვთ დადებული).

 

დიდი ხნით ადრე იცოდნენ თვითმფრინავის დაშვების მიზეზი, მაგრამ აეროპორტში სასწრაფო დახმარება ერთი საათის დაგვიანებით მოვიდა. დაწვრილებით რუსების დამოკიდებულებაზე არ დავწერ, ისედაც ხვდებით ალბათ, რა გამოვიარეთ. ექიმები ბორტზე ამოვიდნენ, ქართველებს რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვა არ გაქვთო, ბევრი გაურკვევლობა იყო, მაგრამ გაგებით მოვეკიდეთ. კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ჩვენი მოძმე, ერთმორწმუნე რუსებისგან კარგს არაფერს უნდა ელოდე.

 

...მაგრამ აი, ქართველების "გმირობამ" კი მართლა გამაოცა და დამთრგუნა.

 

თავიდან გვეგონა, რომ პაციენტს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, მე და დათო უნდა გავყოლოდით, ასე გადავწყვიტეთ. რეისის უცხოელი მგზავრები ფულს გვთავაზობდნენ, რუსეთში მცხოვრები მათი ახლობლების ნომრებს გვაწერინებდნენ, დაურეკეთ და მოგხედავენო. ბორტზე ორი მგზავრი ექიმი აღმოჩნდა, რომლებმაც ჩვენს მეგობარს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას ავადმყოფის გარდა არავის აძლევდნენ, ერთერთმა უკრაინელმა მგზავრმა გვითხრა, მე გავყვებიო.

 

...და ამ დროს ქართველები რას აკეთებდნენ?!

დროზე გადაწყვიტეთ, გვეჩქარებაო, - ყვიროდნენ ჩვენი ქართველი "ძმები".

ადამიანი სიკვდილის პირას იყო და ამათ ბორტზე აჯანყება მოაწყვეს, სიგარეტი მოგვაწევინეთო.

ჩვენი რეისით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც მგზავრობდნენ და ერთმა "ვაჟკაცმა" გინება დაიწყო, თქვენ გამო 9 წელი საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მქონდა, დღეს პირველად მივდივარ თბილისშიო, მაისური გაიხადა და ტატუებით მარიაჟობა რომ დაამთავრა, საჩხუბრად მოემზადა. ბავშვებს ხმაურის შეეშინდათ და ტირილი დაიწყეს.

ჩვენთანაც ჰქონდა პრეტენზიები, "მე თქვენ გიცნობთ, თქვენ პოპულარულები ხართ, მე გლეხიო", მაგრამ მე იმის ძმა ვარო (სავარაუდოდ ვიღაც კრიმინალური ავტორიტეტის სახელს გვეუბნებოდა).

 

როგორც ჩანს, უკმაყოფილო იყო ჩვენი პროფესიული საქმიანობით. ადამიანი ხელში გვაკვდებოდა და ჩვენი "ძმები" პოლიტიკაზე გვეკამათებოდნენ და სიგარეტს რატომ არ გვაწევინებთო, - გამცილებლებს ეჩხუბებოდნენ.

 

ყველა უცხოელი მგზავრი 2 საათის განმავლობაში გაუნძრევლად იჯდა თავის ადგილებზე, ქართველი "ვაჟკაცები" კი "ჩვენ გვერდით იდგნენ", გონებადაკარგულ ადამიანზე ზრუნვის მაგივრად, ცდილობდნენ მწყობრიდან გამოვეყვანეთ და გვეჩხუბა.

აი, ასეთი სოლიდარულები ვართ ქართველები!

გუშინ ერთ რამეზე დავფიქრდი, ასეთ ქართველებს ქვეყანაში დაბრუნების უფლება მართლა არ უნდა მისცე, და თუ დიდი ხნის წინ ევროპაში გადაკარგულ კრიმინალებს რეიკარნაციის მცდელობა აქვთ, ესეიგი ქვეყანაში რაღაც ცუდი ხდება!!!

 

მადლობა ღმერთს, ჩვენი კოლეგა გადარჩა, მაგრამ წუხელ ჩვენ ვერ გადავარჩინეთ "ქართველობა", ასე ხშირად რომ მოვიხსენიებთ სადღეგრძელოებში!

 

"ჩვენს ერთად ყოფნას და ქართველობას გაუმარჯოს" - თამადის თხოვნაა, ბოლომდე შევსვათ...",-წერს როგავა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !