
"შენ არაფერი დაგინახავს, გაიგე? ტელეფონი გათიშე! არსად დარეკო! აქეთ გამოდი!" - ასე მიმართავს ერთ კადრში ზურგზე "მსხვერპლით", "რუსთაველი მანიაკი" ახალგაზრდა ბიჭს, სხვა შემთხვევებში კი "მანიაკზე" ფარული კამერის კადრში მოხვედრილები ქალები და ბავშვებიც არიან.
"რუსთაველი მანიაკის იმიტაცია" Laugh 4 life TV-მ გადაიღო და ვიდეოპორტალებზეც ატვირთა, რამაც მნახველთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთგან "მანიაკი" გამვლელის თვალწინ ხელის მტევანს "აჭრის" "მსხვერპლს" და "ჭამს" მას, მერე კი დანით გამვლელს მისდევს...