
საქართველოში ყველასთვის კარგად ცნობილი ოთხი გიადან ერთერთის და, დალი ავაგუმაშვილი ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მან საკუთარ თავში ფენომენალური ნიჭი აღმოაჩინა, რომელსაც თავად "ღვთისგან ბოძებულს" უწოდებს.
მისი თქმით, უამრავი შეშინებული ადამიანი აკითხავს და ისიც არავის დახმარებას არ იზარებს:
„ვიწყებ თუ არა მუშაობას მაგიური ზემოქმედებით დაზარალებულთან, პირველივე შელოცვაზე ღვთის კარნახით ვიღებ ინფორმაციას, ვინ და რატომ შეუკვეთა ჯადო.
სხვათა შორის, ამ ბოლო დროს უამრავი შეშინებული ადამიანი მოდის ჩემთან, რომელთაც ჰგონიათ, რომ მათი წარუმატებლობის, უიღბლობისა და გაჭირვების მიზეზი ჯადოა. სამწუხაროდ, ადამიანი თავისი უბედურების მიზეზს ყოველთვის სხვაგან ეძებს, საკუთარ სულში ჩახედვა არ სურს, ურჩევნია, ვინმეს გადააბრალოს პრობლემები...
თუ მართლა ჯადოა გაკეთებული, მე თვითონ ვეუბნები პაციენტს და შელოცვებით ვანეიტრალებ ნეგატიურ ზემოქმედებას, მაგრამ როცა მაგიური დარტყმის მსხვერპლი არ არის ადამიანი და მისი წარუმატებლობის მიზეზი დაბინძურებული აურაა, ტყუილს ხომ ვერ ვეტყვი, მოჯადოებული ხარ-მეთქი?!
ზოგიერთს იმდენად მძიმე ველი აქვს, რომ საკუთარ თავს მაგიურ დარტყმაზე არანაკლებ ზიანს აყენებს“, - ჰყვება დალი ავაგუმაშვილი „გზასთან“ ინტერვიუში.