
ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით დაღელაშვილი თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიასთან ერთად ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა.
,,დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩუღურეთელები აირჩევენ ჩუღურეთელს. ამაში დარწმუნების საბაბს ის მაძლევს კიდევ, რომ ჩემი შეხვედრებიდან გამომდინარე ხალხი არის შეწუხებული, ყველას შიში აქვს იმის, რომ ქვეყანა აღარ განვითარდეს. არ იქნება ასე, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მე, როგორც ჩუღურეთელი მზად ვარ იმისათვის, რომ მთელი ჩემი შრომა და ენერგია მოვახმარო ჩემს ჩუღურეთს“, - განაცხადა დავით დაღელაშვილმა.
შეხვედრას თბილისის უფლებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა და ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძეც ესწრებოდნენ.