თეა თუთბერიძე: "საგანგაშო ის გახლავთ, ბატონო პრემიერო, რომ..."

Image

თეა თუთბერიძე საქართველოს პრემიერ–მინისტრს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს. თუთბერიძე იმ იურიდიულ დეტალებზე საუბრობს, რომელმაც შესაძლოა, ასოცირების ხელშეკრულება ბათილად ცნოს, ტუ მას ხელს პრემიერი მოაწერს:

 

 

,, ვფიქრობ, უკვე აუცილებლობას წარმოადგენს შეგახსენოთ, რომ თქვენ ბრძანდებით მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების - საქართველოს მთავრობის მეთაური.

 

ხოლო ჩვენს ქვეყანაში გარდა აღმასრულებელი ხელისუფლებისა, თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა, კიდევ არსებობს საკანონმდებლო ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება, რომლის მეთაურიც თქვენ არ ბრძანდებით. საკანონმდებლო ხელისუფლების, ანუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია, ხოლო სასამართლო ხელისუფლების, ანუ უზენაესი სასამართლოსი, კონსტანტინე კუბლაშვილი. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია ხელისუფლების დანაწილების შემდეგ პრინციპს ადგენს - საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება.

 

ხოლო კონსტიტუციისვე თანახმად „საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური“. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება, არამედ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაც იღებენ ვალდებულებებს.

 

თქვენ რომ თქვენ მთავრობასთან ერთად იმსჯელეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელს თქვენ მოაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და იმ ლოგიკის თანახმად, რომელიც თქვენმა, ანუ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვინმე შალვა თადუმაძემ გაახმოვანა, გამოდის რომ ასოცირების ხელშეკრულებას თქვენთან ერთად ხელი დავით უსუფაშვილმა, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელმა და კონსტანტინე კუბლაშვილმა, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმაც უნდა მოაწერონ.

 

თუ ქვეყანაში, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო გზით არჩეული ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის პირველი პირია, ვერ აიღებს მთავრობის ნაცვლად პასუხისმგებლობას, მაშინ თქვენ, ბატონო პრემიერო, როგორღა იღებთ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების ნაცვლად პასუხისმგებლობას?

 

ერთი შეხედვით შესაძლოა ჩანდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ხელს ვინ მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას, მთავარია რომ მოვაწეროთ, მაგრამ ამ ყველაფერში საგანგაშო ის გახლავთ ბატონო პრემიერო, რომ თქვენი ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წარმატების არამოსურნემ, რომ გადაწყვიტოს და გაასაჩივროს ზემოხსენებული ხელშეკრულება სასამართლოში და მისი ბათილად ცნობა მოითხოვოს, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილის, აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ მოვიჭრით თავს საერთაშორისო მარშტაბით.

 

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს პირდაპირ იქნება რუსული ოცნების ასრულება. და ბოლოს, ვერასოდეს ვიფიქრებდი ბატონო პრემიერო, ქართული ოცნების მიერ ზარზეიმით დასახელებული და ხალხის მიერ არჩეული ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის უფლებების დაცვისთვის ბრძოლა თუ ოდესმე მე მომიწევდა,"– წერს თეა თუთბერიძე.

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !